ZOMA ფართოვდება საქართველოს რეგიონებში

03 ოქტომბერი 2025

ZOMA სიხარულით აცხადებს გაფართოების შესახებ საქართველოს რეგიონებში , რაც კომპანიის პროდუქტებსა და მომსახურებას ქვეყნის ყველა კუთხეში ხელმისაწვდომს გახდის.

კომპანია „კლინტექი“, ZOMA-ს ბრენდის მფლობელი, აგრძელებს სტრატეგიულ მომხმარებლებთან მუშაობას ეროვნულ დონეზე, ხოლო ახალი ექსკლუზიური რეგიონალური პარტნიორები - SNOW Delivery (შპს სნოუ ფექტორი) და Provider.ge (შპს პროვაიდერ.ჯი) - რეგიონული ბაზრის განვითარებაზე, მცირე და საშუალო ზომის ობიექტების მხარდაჭერაზე ფოკუსირდებიან.

ეს პარტნიორობა ZOMA-ს საშუალებას აძლევს, მომხმარებლებს შესთავაზოს სწრაფი მიწოდება, ლოკალური მომსახურება და თითოეული რეგიონის სპეციფიკური საჭიროებების უკეთ გაგება. კომპანიის მისიაა, ZOMA-ს პროდუქცია ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ყველა კუთხეში.

სამომავლო გეგმები და HoReCa სექტორის მხარდაჭერა:

უახლოეს მომავალში, ZOMA რეგიონულ პარტნიორებთან ერთად გეგმავს:

  • კონფერენციებს, ტრენინგებსა და მასტერ-კლასებს HoReCa სექტორის (სასტუმროები, რესტორნები, გესთჰაუსები) წარმომადგენლებისთვის.
  • ჰიგიენის სტანდარტებისა და HACCP სისტემის დანერგვის ხელშეწყობას, რაც უმნიშვნელოვანესია ტურისტებისა და მომხმარებლებისთვის სერვისის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.
  • სერვისის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას ტურისტებისთვის და ადგილობრივი მომხმარებლებისთვის.

ჰიბრიდული მოდელის უპირატესობები:

ეს ჰიბრიდული მოდელი – სადაც „კლინტექი“ აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო და სტრატეგიულ კლიენტებთან, ხოლო ახალი პარტნიორები რეგიონულ ბაზარს ანვითარებენ – უზრუნველყოფს მორგებულ, მოქნილ და ხარისხზე ორიენტირებულ მომსახურებასა და პროდუქციის ასორტიმენტს თითოეული რეგიონალური მომხმარებლების.

ZOMA აქტიურად ახორციელებს პარტნიორების გაყიდვების გუნდის სწავლებას, აანალიზებს გაყიდვებს, გეგმავს მარაგების განაწილებას რეგიონებში და გამოყოფს შესაბამის ფინანსურ რესურსებს, რათა მაქსიმალურად გაუმჯობესდეს სერვისის ხარისხი და ხელმისაწვდომობა.

ეს გაფართოება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული ბრენდი ZOMA-სთვის, რათა კიდევ უფრო ახლოს იყოს მომხმარებლებთან და ხელი შეუწყოს ჰიგიენის სტანდარტების ამაღლებას საქართველოს მასშტაბით.

გაზიარება